ლაშა ტუღუში: ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ხელისუფლების შეთავაზება მისაღებია

ლაშა ტუღუში: ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ხელისუფლების შეთავაზება მისაღებია

ტელეკომპანია „მაესტრო“ სატელიტური ანტენების დარიგებასთან დაკავშირებით ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა.

კოალიცია „მედიაადვოკატირებისთვის“  წარმომადგენლის  ლაშა ტუღუშის განცხადებით,  თანხმობის შესახებ უწყებათაშორის კომისიას უკვე ეცნობა, დაიგეგმება შეხვედრა, რომელზეც „მაესტროს“ ხელმძღვანელობა და უწყებათაშორისი კომისია ანტენების დარიგების დეტალებს განიხილავენ.
„ტელეკომპანია „მაესტრო“ დათანხმდა,  რომ  მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ნუ პრინციპულად, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული  სქემა მათთვის მისაღებია.  ახლა დეტალებია დასაზუსტებელი. სქემა ზოგადად გასაგებია,  მაგრამ იქ კონკრეტული თემებია და იმისთვის, რომ ეს სქემა რეალური  გახდეს, შეხვედრაა აუცილებელი. ამ შეხვედრაზე, ანტენების ფასზე, ტექნიკურ საკითხებზე  და სხვა დეტალებზე იქნება საუბარი. თანხმობა გადავეცით  და იქიდან  კონკრეტულ პასუხს ველოდებით“, - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღა მოხსნას, თუ მოსახლეობისთვის მათი დარიგება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული წინადადება საქართველოს უწყებათაშორისმა კომისიამ „მაესტროს“ გუშინ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შესთავაზა.