ჩრდილოეთ ოსეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ხოციელდება

ჩრდილოეთ ოსეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ხოციელდება

ჩრდილოეთ ოსეთის პრიგორიდნის რაიონში ბოევიკების ჯგუფის აღმოჩენის შემდეგ, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ხოციელდება.

„ოპერატიულ შტაბში შემოვიდა ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ კომგარონში ბანდფორმირებების მონაწილეთა აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. სიტუაცია კონტროლდება“,-ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.