ჩემპიონები   „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ

ჩემპიონები „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ

მოჭიდავეები,  მოკრივეები, „შავფაროსნები“,  ბრძოლა წესების გარეშე მოასპარეზეები  პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებენ. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და თანადგომა პირადად გამოუცხადეს.

 „ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად მხარში დავუდგეთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობა გვერდზე გადადო.  გვჯერა, ქართული ოცნება გაიმარჯვებს“,  - განაცხადეს ჩემპიონებმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.