პალიატომის ტბა და მდინარე კაპარჭინა შველას ითხოვს

პალიატომის ტბა და მდინარე კაპარჭინა შველას ითხოვს

კოლხეთის  დაბლობზე მდებარე პალიასტომის ტბა და მდინარე კაპარჭინა განადგურების პირასაა მისული. ტბის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების “ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ და კოალიციის გარემოს დაცვითი მიმართულების ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა, ბუნების დაბიძნურების წინააღმდეგ აქცია გამართეს.

„კოლხეთის დაბლობსა და მდინარე კაპარჭინას გააჩნიათ უდიდესი პოტენციალი, ბუნებრივი მემკვიდრეობის თვალსაზრისით კი  მათ მსოფლიო ღირებულება გააჩნიათ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხელისუფლება უდიერად და დანაშაულებრივად ეპყრობა. იმისთვის რომ მათ თევზის ფქვილის ფაბრიკა ამუშაონ, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, „ ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის საკუთრება , ბინძურდება როგორც კაპარჭინა, ასევე პალიასტომი“,-აცხადებს გარემოსდამცველი ჩხარტიშვილი.

ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, კიდევ ერთხელ სურთ მიაქციონ ხელისუფლების ყურადღება იმ ეკოლოგიური კატასტროფისკენ, რომლის წინაშეც ფოთი დგას. „უნიკალური მდინარე კაპარჭინა, პრაქტიკულად ჭაობად არის ქცეული, თქვენ ხედავთ აქ რა ვითარებაა.  პალიასტომში კი ფეკალური მასები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაედინება, რაც შველას ითხოვს“, -აცხადებს ბესელია.