„ახალგაზრდა ადვოკატების“  მიმართვა უწყებათაშორის კომისიას

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა უწყებათაშორის კომისიას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ უწყებათაშორის კომისიას სასწავლებლებში პოლიტიკური ნიშნით პროფესორ-მასწავლებელთა გათავისუფლების პროცესის შეაჩერების მოთხოვნით მიმართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნიათ, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ გადამჭერელი ზომები უნდა მიიღოს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ნიშნით აკადემიური თანამდებობის პირთა და პროფესორ–მსასწავლებელთა გათავისუფლების პროცესი შეაჩეროს.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური გათავისუფლებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლის დროსაც სისტემის მსხვერპლნი გახდნენ აკაკი ცომაია, მაია გონაშვილი, გიორგი მიქანაძე და მათთან ერთად კიდევ 22 ლექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ლელა გაფრინდაშვილი, ნოდარ ხადური, დავით ნარმანია, ხათუნა ჩარკვიანი, გურამ მეტეხელი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან - ლალი მოროშკინა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კი - ათი ლექტორი.

დაუსაბუთებელს ვუწოდებთ უნივერსიტეტების ადმინისტრაციის განმარტებებს, თითქოსდა, გათავისუფლებულმა ლექტორებმა აკადემიური თანამდებობებისთვის გამოცხადებული კონკურსი ვერ გადალახეს. აღნიშნული განცხადება მოცემული ლექტორების შეურაცხყოფა, უპატივცემულობაა და ემსახურება ერთადერთ მიზანს – დაიფაროს პოლიტიკური გათავისუფლებების რეალური საფუძვლები“, - აცხადებენ „ახლგაზრდა ადვოკატები“.

ორგანიზაცია მოუწოდებს უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება საზოგადოებაში სასწავლებლების მიმართ ნდობის დაბრუნების მიმართულებით და თანამდებობებზე დააბრუნონ ყველა გათავისუფლებული ლექტორი. უნივერსიტეტებმა გამოიყენონ თავიანთი უფლებამოსილება და ყველა დათხოვნილ პროფესორთან გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, როგორც კონკურსს გარეშე მიწვეულ ლექტორებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“   უმაღლესი სასწავლებლის ყველა დაზარალებულ პირს მიმართავენ, რომ  „გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ სასამართლოს მათი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების გამო. დავას მართლმსაჯულების ორგანოში აქვს პრინციპული მნიშვნელობა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.