ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ქართველ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ქართველ ფეხბურთელებსა და კალათბურთელებს

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“  ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ქართველი ფეხბურთელებისა და კალათბურთელებისადმი მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ტექსტი კოალიციის ლიდერის facebook -ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

From.ge მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მოსახლეობა,  განსაკუთრებით კი ფეხბურთის გულშემატკივრები, დღეს მოუთმენლად ელიან 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის.

მინდა,  წარმატება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს!

მჯერა, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალისხმევას არ დაიშურებენ გამარჯვებისათვის და ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის გახარებისათვის.

„ევრობასკეტ 2013“-ის შესარჩევ ტურში იბრძვიან დღეს ქართველი კალათბურთელებიც. ეროვნული ნაკრები ჰოლანდიის გუნდს განმეორებით მატჩში მასპინძლობს. წარმატება ვუსურვოთ ქართველ კალათბურთელებს. მათ ასევე მინდა მივულოცო 8 სექტემბერს, ლატვიის გუნდთან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რამაც ქართველ კალათბურთელებს მეორე ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუპოვა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სპორტსმენები კიდევ ბევრჯერ გაახარებენ გულშემატკივრებსა და ჩვენს ქვეყანას!“ - ნათქვამია მიმართვაში.