ბლოკმა  „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“  სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ შეიტანა. მისი განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ერთი მხრივ, არჩევნებში რეგისტრაციის ვადა 3 დღით გაუგრძელდათ, მეორე მხრივ,  კი იგი დამატებით ბარიერებს უქმნის მათ.

„ქართული ოცნება“ ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება დამატებითი დაბრკოლების გარეშე მიიღონ მონაწილეობა არჩევებში.

„კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც ამომრჩეველი. დადგენილებამ დაადგინა დამატებითი მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველი ვალდებულია უშუალოდ გამოცხადდეს  საარჩევნო უბანში ან მისი სახელით განცხადება მიიტანოს პირმა, რომელსაც აქვს რწმუნებულობა ნოტარიულად დამოწმრებული. ცნობილია, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილი დროის სატარებლად არაა წასული უცხოეთში. ისინი შრომობენ  და ელემენტარულად,  ადამიანი მილანიდან რომში რომ ჩავიდეს,  მან ერთი სამუშაო დღე უნდა გააცდინოს,  რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას დამსაქმებლის მხრიდან და  შეიძლება სამსახურიც დაკარგონ. საინეტერესოა ისიც,  რომ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგენასაც კი არ სჭირდება პირადად მოქალაქის მისვლა საკოსულოში. ეს შესძლებლია  ფოსტის მეშევეობითაც მომხდარიყო, თუმცა ცესკომ ამომრჩევლად დარეგისტრირებისთვის ეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს  მოუსპო  და თქვა,  რომ მოქალაქეს თუ უნდა დარეგისტრირდეს ამომრჩევლად ის უშუალოდ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში უნდა ჩავიდეს“, - განაცხადა მარაქველიძემ.