კახა კუკავა ვაკის მოსახლეობას შეხვდა

კახა კუკავა ვაკის მოსახლეობას შეხვდა

 პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე გაიმართა.

კუკავამ  ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ პროცესებზე.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ემზადება არჩევნების გასაყალბებლად,  რასაც „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება და დაიწყებს უმწვავეს საპროტესტო აქციებს, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს რეალურ შედეგებს.

კახა კუკავამ მოსახლეობას არჩევნებზე „თავისუფალი საქართველოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.