„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ ქართული საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აპირებს

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ ქართული საზოგადოების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას აპირებს

დღეს კლუბ „ ჯაზუში“„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობამ“ სპეციალური შვიდპუნქტიანი მიმართვა გაავრცელა. ორგანიზაციის აზრით,  აუცილებელია შეიქმნას აქტიური სამოქალაქო საზოგადოება,რომელიც უშუალოდ ჩაებმება ქვეყნის ყველა პოლიტიკურ პროცესში.  შეხვედრას ომის ვეტერანები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, ანალიზს ვუკეთებთ, რა ახლო წარსულში ჩვენს ქვეყანაში განვლილ და დღეს მიმდინარე სამოქალაქო-პოლიტიკურ პროცესებს, ვგრძნობთ დაპირისპირების საფრთხეებს და  როგორც არჩევნების წინა, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას კონკტერული ამოცანების გადასაჭრელად“,-ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

„გადაარჩინე სოცოცხლის“ დამფუძნებლის იური ვაზაგაშვილის განცხადებით,მოძრაობა აუცილებლად მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ მთავრობას, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.

 „ამ მოძრაობაში აუცილებლად ჩავრთავთ საზაოგადოებას საქართევლოს მასშტაბით,  როგორც ხელისუფლებასაც იმსახურებს ქართული საზოგადოება და საქართველო, აუცილებლად მოვიყვენათ ასეთ ხელისუყფლებას, რომელსაც პირველივე დღიდან დავუწყებთ შეცდომებზე პასუხის მოთხოვნას“,-აცხადებს ვაზაგაშვილი.