რატომ ეცემა პუტინის რეიტინგი ანუ სად გაქრა მითი პუტინზე?

რატომ ეცემა პუტინის რეიტინგი ანუ სად გაქრა მითი პუტინზე?

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში 20%-ით შემცირდა.

2002 წელს რუსეთის მოქალაქეთა 79%-ი თვლიდა, რომ მათზე პუტინის პოლიტიკა „კეთილგანწყობას“ ტოვებდა, 2012 წლის შემოდგომაზე კი მათი რიცხვი, ვისაც მისი პოლიტიკა „არაკეთილგანწყობილად“ მიაჩნია 8-დან 22%-მდე გაიზარდა. 9-დან 32%-მდე გაიზარდა იმ უკმაყოფილო რუსების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფო ხელისუფალის პოსტზე მის კანდიდატურას არ უჭერს მხარს.

„კომერსანტი“ რუსეთის დუმის წევრის, პოლიტოლოგ დიმიტრი ორლოვის აზრს აქვეყნებს ამ საკითხთან დაკავშირებით. „რუსეთში შეწყვიტა არსებობს  მითმა პუტინზე-როდესაც მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ პუტინი გახლავთ გმირი, რომელსაც ქვეყნის პრობლემებიდან გამოყვანა შეუძლია“,-აცხადებს ორლოვი.

გამოცემა ასევე აქვეყნებს სოციოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლის ლეონტი ბიზოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „პუტინის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ „ნაკლები სიბოროტე სჯობია“, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ეს ბალანსი აშკარად დარღვეულია“.

„ლოიალურად განწყობილმა მოსახლეობის ნაწილმა ოპოზიციონერებთან გადაინაცვლა.იმისთვის, რომ ეს დანაკარგი შეივსოს, პუტინი აქტიურად ცდილობს მხარდამჭერების ძებნას, უფრო ზუსტად კი ცდილობს კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერებას. ამისთვის გამოიყენება  რიტორიკისა და კანონმდებლობის გამკაცრება.

თუ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში პუტინი „ბებერი ელცინის“ ფონზე გამოირჩეოდა, ახლა იმისათვის, რომ აღიდგინოს, როგორც „ერის ლიდერისადმი“ სიყვარული, აღარ არის საკმარისი ციმბირის წეროებთან ერთად ფრენა. მის მუდმივ ამომრჩეველსაც სულ უფრო ნაკლებად მოსწონს პუტინის პიროვნება, ამიტომაც იძულებულია პუტინი აჩვენოს მისი, როგორც პოლიტიკოსის შეუცვლელობა“, -აცხადებს ბიზოვი გამოცემასთან კომენტირებისას.