აშშ-ს საელჩოსთან

აშშ-ს საელჩოსთან "ქართული ოცნების" ხსოვნის აქცია გაიმართა

აშშ-ს საელჩოსთან "ქართული ოცნების" ხსოვნის აქცია გაიმართა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ტერაქტს ეძღვნებოდა.

ხსოვნის აქცია "ქართული ოცნების" კრწანისის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც სხვა რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

ხსოვნის აქციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა სანთლები და ყვავილები მიიტანეს, რომელსაც კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა ხაბარელი და ნაძალადევის რაიონის მაჟორატორიბის კანდიდატი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. 

ხსოვნის აქციაზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებმაც აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.