ქეთი ბექაური: გონივრული ეჭვის საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ცოტნე გამსახურდია ნაცემია

ქეთი ბექაური: გონივრული ეჭვის საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ცოტნე გამსახურდია ნაცემია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, პატიმრობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია ნაცემია, - ამის შესახებ  ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ის არ ამტკიცებს, რომ გამსახურდია ნაცემია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის გონივრული ეჭვი აქვს.

ბექაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას თავი აქვს გახეთქილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნება.

„ცოტნე გამსახურდიამ 8 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო და ამის შემდეგ გუშინ ვნახე. მას აშკარად ძალადობის კვალი აქვს, თუმცა ამბობს, რომ დაეცა და დაზიანება ამის შედეგად მიიღო. მე არ ვამტკიცებ, რომ ის ნაცემია უბრალოდ,  მის სხეულზე არსებული დაზიანებები მრავლობითი სისხლ -ნაჟღენთები, ნახეთქი ჭრილობები გონივრული  ეჭვის საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ  მის მიმართ, ძალადობას ჰქონდა ადგილი. ერთჯერადი  დაცემის შედეგად,  ადამიანმა არ შეიძლება  ესოდენ მრავლობითი დაზიანებები  მიიღოს“, - განაცხადა ბექაურმა.

 ქეთი ბექაურს უფლებადამცველებთან ერთად, მომხდარის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეაქვს.

როგორც ადვოკატი აცხადებს მას შემდეგ, რაც მან ცოტნე გამსახურდია ნახა, მიმართა სახალხო დამცველსაც.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლებით 9 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.