NDI: გამოკითხულთა 87% პატრიარქის, 54% მერაბიშვილის, 41% კი სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI: გამოკითხულთა 87% პატრიარქის, 54% მერაბიშვილის, 41% კი სააკაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI -ის სოციალური კვლევის თანახმად, ამა თუ იმ ფიგურის საქმიანობის შეფასების თვალსაზრისით, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მე-2 -ის საქმიანობა ლიდერობს. მის საქმიანობას მოსახლეობის 87% დადებითად აფასებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 54% მიხეილ სააკაშვილის 41% -, გიგი უგულავას  კი 39% აფასებს დადებითად.

როგორც სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაციაზე ითქვა, ამ კატეგორიაში პასუიხ არ ვიცი სჭარბობს.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს