მაია ფანჯიკიძე კახა კალაძის  კოალიციის სიის პირველ ნომრად წარდგენას არც ადასტურებს და არც უარყოფს

მაია ფანჯიკიძე კახა კალაძის კოალიციის სიის პირველ ნომრად წარდგენას არც ადასტურებს და არც უარყოფს

„გურიანიუსის“ ინფორმაციით, კოალიცია „ბიძინა იავნიშვილი - ქართული ოცნების" საარჩვენო სიის პირველი ნომერი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.

მათი ცნობით, სიის მომდევნო ნომრები არიან - მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ვანო კიღურაძე. 

აღნიშნულ ინფორმაციას, კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე არც ადასტურებს და არც უარყოფს. როგორც მან From.ge-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მათ არავისთვის არ მიუწოდებიათ.

„საიდან აქვთ ასეთი ინფორმაცია არ ვიცი. ჩვენ დღეს 15:00 საათზე გვაქვს პრეზენტაცია და ზუსტი სია მაშინ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიცია საარჩვენო სიას ცესკო-ში დღესვე 15.00 საათზე წარადგენს.