მირანდა კერის 2 წლის ვაჟი სამოდელო ბიზნესში მიდის(VIDEO)

მირანდა კერის 2 წლის ვაჟი სამოდელო ბიზნესში მიდის(VIDEO)

ორლანდო ბლუმისა და მირანდა კერის ვაჟი დედის კვალს მიჰყვება. მშობლების განცხადებით, ფლინი უკვე გამოხატავს ინტერესს სამოდელო ბიზნესის მიმართ.

მირანდას ხშირად უწევს მოგზაურობა. სამსახურეობრივ მივლინებებში კი პატარა ფლინი ყოველთვის თან დაჰყავს. შესაბამისად, პატარა უკვე იჩენს ინტერესს ამ პროფესიის მიმართ.  ატმოსფერო, რომელშიც ფლინი იზრდება უკვე ახდენს მასზე გავლენას, როგორც დედამისი ამბობს, მან კარგად იცის მისი საუკეთესო რაკურსი, და გადაღების დროს სწორედ ისე პოზირებს, როგორც საჭიროა. შეიძლება ბიჭი ჯერ არ არის მზად პოდიუმისთვის, თუმცა ფოტომოდელობა მშვენივრად გამოსდის.  29 წლის მოდელმა, ერთ-ერთ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფლინს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. „თვითმფრინავში, ფლინს ძალიან უყვარს წინ და უკან სიარული და მგზავრების ყურადღების მიპყრობა, ეს ძალიან ჰგავს დეფილეს.“ -ამბობს კერი.

მოგეხსენებათ, ფლინ კერ-ბლუმი არაა ვარსკვლავური წყვილის პირველი ბავშვი, რომელიც სამოდელო ბიზნესში მიდის. ვიქტორია ბექჰემის გოგონამ, ჰარპერმა პირველი მილიონინი კონტრაქტი 11 თვის ასაკში გააფორმა.