აღსრულების ბიურო კახა კალაძის მიერ წარდგენილ ქონებრივ ნუსხას განიხილავს

აღსრულების ბიურო კახა კალაძის მიერ წარდგენილ ქონებრივ ნუსხას განიხილავს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კალაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ქონებრივი ნუსხა წარუდგინა. 

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღსრულების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ის კვლავ მიმდინარეობსდა მისი დასრულებისთანავე ისინი განცხადებას გაავრცელებენ.

„თუკი განხორციელდება რაიმე ქმედითი ნაბიჯები, ან აღსრულების რა ხერხი იქნება არჩეული, ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“ - აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე კახა კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა.