ივანიშვილი: არჩევნების არცერთ გამყალბებელს, რომელიც ხელისუფლებისგან სანაცვლოდ 300 ლარს იღებს, ამას არ ვაპატიებთ

ივანიშვილი: არჩევნების არცერთ გამყალბებელს, რომელიც ხელისუფლებისგან სანაცვლოდ 300 ლარს იღებს, ამას არ ვაპატიებთ

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ მასალას დამოუკიდებელ სასამართლოს წარვუდგენთ“, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრია გაყალბების მექანიზმში ჩართული, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი რეაქცია აქვს. 

„არჩევნების გამყალბებლების შესახებ უამრავი მასალა გვაქვს, რომ მათ დასასჯელად დამოუკიდებლ სასამართლოს წარვუდგინოთ. დღეს აბსოლუტური უმრავლესობა კანონს არღვევს. ამიტომ მოვუწოდებ მათ - ვიდრე დროა, გაჩერდნენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც შეგნება არ ყოფნის იმან უნდა ისწავლოს, რომ კანონი არსებობს და საკუთარი შვილების მომავალი 300 ლარად არ უნდა გაყიდოს.

„ძალიან ბევრზე ვიცით ვინ, რას და როგორ აკეთებს. დღეს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახერხებს საზოგადოების გაღატაკებას, რომ შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს. არჩევნების არცერთ გამყალბებელს, რომელიც ხელისუფლებისგან სანაცვლოდ 300 ლარს იღებს, ამას არ ვაპატიებთ. საფასურად, შეიძლება თავისუფლება დაკარგონ“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ აკეთებს „ქართული ოცნება“ მოწოდებებს, რომ კანონის ყველას ეშინოდეს.