სოსო ცისკარიშვილი: „ქართული ოცნების“ დოკუმენტი წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე, უცხოელ პარტნიორებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაში ხელს შეუწყობს

სოსო ცისკარიშვილი: „ქართული ოცნების“ დოკუმენტი წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე, უცხოელ პარტნიორებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაში ხელს შეუწყობს

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, მომზადებული დოკუმენტის შეფასებისას, რომელიც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო აცხადებს, რომ დოკუმენტში  სრულიად მკაფიოდაა აქცენტები დასმული  და მიიჩნევს, რომ ეს მასალა უცხოელ პარტნიორებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმაში ხელს შეუწყობს.

რაც შეეხება, კოალიციის პოზიციას საქართველოში არსებული  საარჩევნო გარემოს პრინციპულ შეცვალასთან დაკავშირებით, ცისკარიშვილს  დოკუმენტში ჩამოთვლილ პრობლემებზე რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრება არ გააჩნია.

„ჩემია აზრით,  დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა გახლავთ, უპირველეს ყოვლისა,  საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვა და არა რაიმე მოთხოვნა ან ულტიმატუმი. ამ დოკუმენტში  სრულიად მკაფიოდაა აქცენტები გაკეთებული. გარდა იმისა, რომ დოკუმენტში ჩამოთვლილი პრობლემების თანამიმდევრობას შევცვლიდი, სხვა რაიმე ტიპის კრიტიკული მოსაზრება არ გამაჩნია. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს უცხოელ პარტნიორებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაში და საზოგადოებას კი,  ექნება საშუალება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ხელისუფლების სიხისტეში, როცა საკითხი საარჩევნო გარემოს გამჭირვალებას და დემოკრატიულობას ეხება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

რიგი პოლიტიკოსების განცხადებაზე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული წინაპირობები არჩევნებზე ხელჩაქნეული კაცის პოზიციას ჰგავს, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ  ასეთი კომენტარის ავტორებს, როგორც ჩანს,  ოცნება შემოფარგლული აქვს სურვილით, რომ კოალიციამ ხელი ჩაიქნიოს.

„რაც ასე არ გახლავთ. ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლები  კოალიციის სრულ საბრძოლო განწყობას მოწმობს.  ამიტომ ნიჰილისტებს, თუ გულშემატკივრობენ ამ კოალიციას ვურჩევდი   მეტი ოპტიმიზმის მარაგი მოიძიონ ან რაიმე მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართონ,  თუ ამ კოალიციის აქტივობა მათთვის გულის გასახეთქია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.