5 ოქტომბერს მსოფლიო ჯეიმს ბონდის იუბილეს აღნიშნავს(VIDEO)

5 ოქტომბერს მსოფლიო ჯეიმს ბონდის იუბილეს აღნიშნავს(VIDEO)

„ბონდიანას 50“- წლის იუბილეს აღსანიშნავად ოფიციალურ თარიღად 5 ოქტომბერი დაინიშნა. მსოფლიო „აგენტი 007“-ის იუბილეს სწორედ ამ დღეს იზეიმებს. გაიმართება  საქველმოქმედო აციები, რომელსაც ლონდონში აუციონის სახლი Christie’s-ი უმასპინძლებს, ნიუ-იორკში, კი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი  MoMA. ლოს ანჟელესში გაიმართება მუსიკალური საღამოები, სადაც შეასრულებენ კომპოზიციებს ჯეიმს ბონდის ფილმებიდან.

გაიმართება „ბონდიანას“ კიდევ ერთი ახალი სერიის პრემიერა.  ფილმის სახელწოდებაა „Skyfall“ და მასში მთავარ როლს უკვე მესამედ, დენიელ ქრეიგი ასრულებს. ბონდს პარტნიორობას უწევენ მსახიობები,- ხავიერ ბარდემი, ჯუდი დენჩი და რალფ ფაინსი.  ფილმი მოგვითხრობს ჯეიმს ბონდის მუშაობის პირველ წლებზე. მოქმედება ფილმ Quantum of Solace-ის გაგრძელება და მისი რეჟისორია სემ მენდესი.

გარდა ამისა, ბონდიანას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიტანული ტელეკომპანია Sky ახალ არხს Sky Movies 007–ს ხსნის. არხის  მხოლოდ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების ჩვენება მოეწყობა.  Sky Movies 007–ს 24 საათიანი მაუწყებლობა ექნება და იგი 5 ოქტომბერს ტერენს იანგის მიერ 1962 წელს გადაღებული „Dr. No“–თი გაიხსნება, რომელშიც მთავარ როლს შონ კონერი ასრულებს. არხი 4 ნომებრის ჩათვლით იფუნქციონირებს.