ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიულ და მაჟორიტარულ სიას 6 სექტემბერს წარმოადგენს

ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიულ და მაჟორიტარულ სიას 6 სექტემბერს წარმოადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩვნებში მონაწილე პარტიების პარტიულ და მაჟორიტარულ სიას ოფიციალურად 6 სექტემბერს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ან საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სიები და მაჟორიტარი კანდიდატების სარეგისტრაციო დოკუმენტები 1-ელ სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. 

„იმ კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობა უკავიათ, პოსტიდან უნდა გადადგნენ არაუგვიანეს 3 სექტემბრამდე. ამის შემდეგ შემოწმდება პარტიული სია“, - განაცხადა მან.

აზარაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით, ერთი და იგივე პირი ორ პარტიულ სიაში არ უნდა იყოს დაფიქსირებული, ხოლო მაჟორიტარი კანდიდატების სიებთან ერთად, მათი ნარკოლოგიური ცნობებიც უნდა იყოს წარმოდგენილი.

სიების შეტანის ვადა იწურება ხვალ, 1-ელ სექტემბერს, 18:00 საათზე.