უკრაინის ნაციონალური ასამბლეის განცხადება

უკრაინის ნაციონალური ასამბლეის განცხადება

უკრაინის ნაციონალური ასამბლეა ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე ავრცელებს განცხადებას, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედროების ჯგუფის შემოჭრას  წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად მიიჩნევს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივ დესტაბილიზაციასა და პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვას საპარლამენტო არჩევნებამდე.

 „ჩვენ ვთვლით, რომ მძევლების აყვანის ფაქტი არის ფაქტი საერთაშორისო ტერორიზმისა და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება აგრესორების მიმართ  საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შესაბამის სანქციებს მიიღებს.

გარდა ამისა, ვაცხადებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოძმე ქართველი ხალხის მიმართ აგრესია გაგრძელდება, უკრაინის ეროვნული ასამბლეა დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და შენარჩუნებაში“- ნათქვამია განცხადებაში.