„ახალი მემარჯვენეები“ დღეს ცესკოში საარჩევნო სიას წარადგენენ

„ახალი მემარჯვენეები“ დღეს ცესკოში საარჩევნო სიას წარადგენენ

„ახალი მემარჯვენეები" საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიას ცესკო-ში დღეს წარადგენენ. 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე და აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეიტანენ.

დღესვე "მემარჯვენეები" ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოს კომისიას უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიას წარუდგენენ. 

პარტიაში აცხადებენ, რომ  „მემარჯვენეები" ასრულებენ თავის ვალდებულებას და პარტიულ სიაში წარმოდგენილ ქალთა რაოდენობა მთლიანი სიის 30% იქნება.

„ახალი მემარჯვენეების" სია დაკომპლექტებულია მთლიანად პარტიის წევრებით, პარტიის ერთგული კადრებით, რომლებიც წლების განმავლობაში პოლიტიკაში არიან და პარტიის სხვადასხვა სტრუქტურებს და რგოლებს ხელმძღვანელობენ. ასევე, "მემარჯვენეები" ასრულებენ თავის ვალდებულებას და პარტიულ სიაში წარმოდგენილ ქალთა რაოდენობა მთლიანი სიის 30% იქნება", - აცხადებენ პარტიაში.