ანა ლომინაძე - პირველი ქალი პლანეტაზე რომელმაც დარდანელი „ხელფეხშეკრული კოლხურით“  გადაცურა

ანა ლომინაძე - პირველი ქალი პლანეტაზე რომელმაც დარდანელი „ხელფეხშეკრული კოლხურით“ გადაცურა

გუშინ, ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე, გახდა პლანეტაზე პირველი ქალი, 17 წლის სკოლის მოსწავლე, რომელმაც ძველი ქართული სამხედრო-საწვრთვნელი სტილით - „ხელფეხშეკრული კოლხურით“  დარდანელის სრუტე გადაცურა.

ანამ, 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთის დროით 13 საათზე სტარტი აიღო ევროპის კონტინენტზე ქალაქ ეჯიაბათიდან სამხრეთით მდებარე დასახლება კილიტბაჰირთან და 13:50 საათზე,  აზიის კონტინენტზე ქალაქ ჩანაქკალეს სამხრეთით მდებარე დასახლება ქეფეზის ნავმისადგომთან  ფინიშთან მივიდა. მან გაცურა 5 500 მეტრი 50 წუთში.

ანა ლომინაძემ ასპარეზობამი უძღვნა საკუთარი მწვრთნელის, ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს.