სააკაშვილი: დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში აერიათ, როცა ტყვეებით ვაჭრობა ხდებოდა

სააკაშვილი: დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში აერიათ, როცა ტყვეებით ვაჭრობა ხდებოდა

„დღევანდელი მთავრობა ეტყობა თამაზ თამაზაშვილში აერიათ, როცა ტყვეებით ვაჭრობა ხდებოდა, ადამიანებით პირდაპირ ვაჭრობდნენ“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში გააკეთა, სადაც თავდაცვისა და შს მინისტრებს შეხვდა.

მისი  თქმით, მას კარგად ახსოვს ის პერიოდი, როცა პეტრე ცისკარიშვილი კუს ტბიდან პანკისში გაიტაცეს და აღნიშნა, რომ საქართველო წარსულში აღარ დაბრუნდება. 

„ის დრო აღარაა, როცა დღეს ციხეში მყოფი კრიმინალი თამაზ თამაზაშვილი კახეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მართავდა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძვირფასი მონაპოვარია ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მშვიდობით მოსულს ქართველიც მშვიდობით ხვდება.

„მიუხედავად საზღვრებისა, კავკასია ადამიანური, ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისით ერთიანი სივრცეა. ჩრდილოეთ კავკასიელები საქართველოში გვსურს მეგობრებად, ვიზიტორებად და ტურისტებად, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში 90-იანი წლების სიტუაცია აღარაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.