ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

 "ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დუშეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

 საკუთარი კანდიდატურა ნათელაშვილმა დღეს დუშეთის მოსახლეობასთან შეხვედრაზე წამოაყენა.

 როგორც ნათელაშვილმა მშობლიურ დუშელებთან შეხვედრაზე თქვა, ის იქამდე იბრძოლებს, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ სკამებს არ დატოვებს.

 „ვაცხადებ, სრულიად საქართველოს და დუშეთის გასაგონად, რომ კენჭს ვიყრი პარლამენტის დეპუტატად დუშეთში. მე, შალვა ნათელაშვილი მანამდე ვიყრი აქ კენჭს სანამ საქართველოში არ დავამარცხებ სააკაშვილის დიქტატურას“ - განაცხადა ნათელაშვილმა.