მამუკა კაციტაძე: ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისგან სამართლებრივ დისტანცირებას მოვახდენ

მამუკა კაციტაძე: ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისგან სამართლებრივ დისტანცირებას მოვახდენ

„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისგან სამართლებრივ დისტანცირებას მოვახდენ“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ის „ხალი მემაარჯვენეების“  საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

მისი თქმით, დღეიდან ის იმ აქტიურ პარტიულ საქმიანობას დაუბრუნდება, რომელიც არც აქამდე შეუწყვეტია, თუმცა  აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობის დროს ამ აქტივობებს ერთგვარად ჩამოშორდა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით დეპუტატობის კანდიდატისა და ამ კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის შეუთავსებლობა არ არსებობს, მაგრამ მე განვაცხადე, რომ მას შემდეგ როდესაც მე კონკრეტული უბნის ოფიციალური კანდიდატი გავხდები, კომისიის ყოველდღიური საქმიანობისგან დისტანცირებას მოვახდენ. მითუმეტეს, რომ სიების დაზუსტებასთან დაკავშირებით ზეგ კომისიაში განცხადებების შემოტანა სრულდება და უახლოეს დღეებში ამომრჩეველთა სია საბოლოო სახეს მიიღებს. სწორედ ამ დღის მერე მე კომისიის საქმიანობისგან სამართლებრივადაც დისტანცირებას მოვახდენ", - განაცხადა კაციტაძემ. თუმცა მისი თქმით, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნასა და საბოლოო დისტანცირებას არ ნიშნავს.