თელავში „ქართული ოცნების“ აქცია 2 სექტემბერს აღარ გაიმართება

თელავში „ქართული ოცნების“ აქცია 2 სექტემბერს აღარ გაიმართება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თელავში დაგეგმილი აქცია 2 სექტემბერს აღარ გაიმართება.

 ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.  

ივანიშვილმა აქციის არ ჩატარების მიზეზად ლოპოტას ხეობაში სოფელ ლაფანყურში მომხდარი ინციდენტი დაასახელა. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.