„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრა უკვე დასრულებულია.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ესწრებოდნენ.

რაც შეეხება დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეხვედრას 15-მდე დიპლომატი ესწრება, მათ შორის NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 


შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, თუმცა, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო 10 გვერდიან გეგმას შეეხებოდა. 


დღესვე, 16:00 საათზე ბლოკის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.