ზურაბ ცერცვაძე  საჩხერელებს, ქუთაისში პრეზიდენტთან შესახვედრად წასვლას აიძულებს

ზურაბ ცერცვაძე საჩხერელებს, ქუთაისში პრეზიდენტთან შესახვედრად წასვლას აიძულებს

ქუთაისში პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე  მოსახლეობა იძულებით მიყავთ.

ხვალ, ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან. სააკაშვილს წინაასარჩევნოდ  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს  დაგეგმილი.  დღეს,  კი საჩხერეში საზოგადოების მობილიზება მიმდინარეობს.

როგორც From.ge -სთვის გახდა ცნობილი,  წასვლასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება.  პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე წასვლას, მათ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ცერცვაძე აიძულებს.

მოქალაქეები, რომლებიც უარს აცხადებენ წასვლაზე ახსნა-განმარტებით წერილს აწერინებენ.

შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. საჩხერეში კი ხვალ დილის 9 საათიდან საზოგადოების გადასაადგილებლად სპეციალური ტრანსპორტი იქნება მობილიზებული.