„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 
კოალიციის მხრიდან შეხვედრას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, დავით უსუფაშვილი და დავით საგანელიძე ესწრებიან. 
რაც შეეხება დიპლომატიურ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეხვედრას 15-მდე დიპლომატი ესწრება, მათ შორის NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლუის ნავარო. 
შეხვედრაზე განსახილველი თემა კონკრეტულად უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებას ეხება. 

წინასწარი ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსს საგანგებო მიმართვას გააცნობენ.