ვიქტორ დოლიძე:  მთავარი პრობლემა დღეს,  სააკაშვილი და „ნაც. მოძრაობაა“

ვიქტორ დოლიძე: მთავარი პრობლემა დღეს, სააკაშვილი და „ნაც. მოძრაობაა“

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, კოალიციის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, კოალიციის მიერ შემუშავებულ 10 გვერდიან დოკუმენტს, რომელსაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს დიპლომატიურ კორპუსს გააცნობს საინტერესო დოკუმენტს უწოდებს.

დოლიძის განცხადებით, ბოლო რვა თვის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“  დრო სწორედ, პროგრამულ მუშაობას დაუთმო და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე საკმაოდ ეფექტიანად განხორციელდა.

„ნებისმიერი თემა, რომელიც ჯანდაცვის,  განათლების, სოციალური, სოფლის მეურნეობის დასაქმების,  ეკონომიკურ, საერთაშორისო თუ უსაფრთხოების პოლიტიკის თემას ეხება,  პროფესიონალ,  კომპეტენტურ ხალხთან ერთად გავიარეთ და ვფიქრობ, ძალიან კარგი პროდუქტი გამოვიდა.  ბუნებრივია,  ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას,  რაც შეიძლება დროულად უნდა გავაცნოთ ეს პროგრამა.  მიმაჩნია, რომ პროგრამულ ელემენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,  რადგან როგორ საერთაშორისო საზოგადოებამ ისე საქართველოს მაცხოვრებლებმა იცოდეს,  რითი მოვდივართ და  როგორ წარმოგვიდგენია ამა თუ იმ  პრობლემების გადაჭრა“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებითვე, მათ ამ ყოველივეს განხორციელება სურვილის მიუხედავად,  ხელისუფლების მიერ,  ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ვერ შეძლეს და კონკრეტულად აქცენტს,  საარჩევნო ნომრის, შვიდიანის ორმოცდაერთად გადაკეთებას ასახელებს.

„ხარჯების თვალსაზრისითაც, ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა. მაშინ, როდესაც 300 000 მაისურს,  300 000 ბუკლეტს ბეჭდავ,  რათა მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია შენს პროგრამებთან დაკავშირებით, უკვე  პრობლემას  ნომერთან  დაკავშირებით გიქმნიან. ალბათ, წარმოგიდგენიათ ეს რაოდენ დიდ პრობლემასთანაა დაკავშირებული, მაგრამ არაუშავს,  მთავარი პრობლემა დღეს,  სააკაშვილი,  მთავარი პრობლემა დღეს,  „ნაციოლური მოძრაობაა“ და პირველ ოქტომბერს,  მე დარწმუნებული ვარ,  საზოგადოებას ამის შეცვლის შანსი აქვს და 2 ოქტომბერს ჩვენი ქვეყანა განსახვავებული,  სუფთა ჰაერით ისუნთქებს“, - განაცხადა დოლიძემ.