ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა არეშიძის შტაბმა  გენერალ-მაიორ,  თენგიზ ეპიტაშვილის  საფლავი გვირგვინით შეამკო

ქართული ოცნების“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მამუკა არეშიძის შტაბმა გენერალ-მაიორ, თენგიზ ეპიტაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ცნობილი ქართველი გენერალ-მაიორს თენგიზ ეპიტაშვილს დაბადებიდან 77 წელი შეუსრულდებოდა. პოლიტიკური კოალიცია „ივანიშვილი - ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მამუკა არეშიძის შტაბმა პატივი მიაგო გენერალ-მაიორის ხსოვნას და გვირგვინით შეამკო მისი საფლავი.

“უკვე 9 წელია ჩემი მეუღლე გარდაცვლილია, დამსახურების მიუხედავად დღემდე არავის გახსენებია მისი ღვაწლი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბატონ მამუკა არეშიძეს, რომელსაც არ დავიწყებია ჩემი მეუღლის დამსახურება. დღეს ბატონი მამუკა იმ რეგიონში იყრის კენჭს, საიდანაც ჩემი მეუღლის გვარი წარმოიშვა. მინდა უთხრა გარდაბნის მოსახლეობას, რომ მამუკა არეშიძის სახით მათ ღირსეული წარმომადგენელი ეყოლებათ საკანონმდებლო ორგანოში “,- განაცხადა გენერლის მეუღლემ ლონდა ეპიტაშვილმა.