„თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის რამდენიმე უბანში მაჟორიტარები  დაასახელა

„თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის რამდენიმე უბანში მაჟორიტარები დაასახელა

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის 4 საარჩევნო ოლქში: საბურთალოში, გლდანში, ნაძალადევსა და ჩუღურეთში  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„თავისუფალი საქართველოდან“ საბურთალოს რაიონში კენჭს ნანა დევდარიანი, გლდანში - მიმი გაბრიჩიძე,  ნაძალადევში - ჯაბა ჯიშკარიანი,  ჩუღურეთში კი,  გიორგი კარტოზია იყრის.

პარტიის თავმჯომარემ კახა კუკავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი წინაპირობა ოპოზიციის კოორდინებული მოქმედებაა.

კუკავას თქმით, მისმა პარტიამ გაერთიანებისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარადგინა და მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა პაპუაშვილს დაუჭირა.

„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ოლქში შეთანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ უკვე წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის სხვა ოლქებში: ვაკე - კახა კუკავა, კრწანისი - აკაკი ასათიანი, ისანი - გელა კეტაშვილი, სამგორი - ალექსანდრე შალამბერიძე, დიდუბე - დიმიტრი ლორთქიფანიძე.