ვანო მერაბიშვილი :  ჩვენ ვუზრუნველყავით საქართველოს საზღვრების და ჩვენი მოქალაქეების დაცვა

ვანო მერაბიშვილი : ჩვენ ვუზრუნველყავით საქართველოს საზღვრების და ჩვენი მოქალაქეების დაცვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მერაბიშვილის განცხადებით, საქართველომ თავისი საზღვრებისა და მოქალაქეების  დაცვა უზრუნველყო.

„სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. ჩვენ მოვახერხეთ და ვუზრუნველყავით საქართველოს საზღვრების დაცვა,  ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. მე მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერაციაში.

მინდა, სამძიმარი გამოვუცადო ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ვთქვათ, რომ ამ ოჯახებზე ზრუნვა იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე ვიცი, რომ დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათზე პირადად ზრუნავს მინისტრი ჭიაბერიშვილი. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საქართველო არასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როცა ის ვერ ახერხებდა თავისი მთავარი პრინციპების დაცვას - მოქალაქეებისა და საზოგადოებაში უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას. ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკის განვითარებას და ამისთვის აუცილებელი პირობა უსაფრთხოებაა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.