ემა  უოტსონი მომღერლის კარიერას იწყებს (VIDEO)

ემა უოტსონი მომღერლის კარიერას იწყებს (VIDEO)

ახალგაზრდა ბრიტანელი მოდელი და მსახიობი ემა უოტსონი, რომელიც ცნობილია, ჰერმიონ გრეინჯერის როლით ფილმიდან „ჰარი პოტერი“, საკუთარ ძალებს ახლა უკვე მუსიკაში სინჯავს,

სამსახიობო ნიჭთან ერთად, ემას შესანიშნავი ხმა და სმენა აღმოაჩნდა. მან უკვე ჩაწერა რამდენიმე წარმატებული კომპოზიცია, ერთ-ერთ მათგანზე კი კლიპიც გადაიღო. სიმღერის სახელწოდებაა Pantomime. ემასთან ერთად ამ სიმღერაზე მისი მეგობარი ბენ ჰემერსლი და ცნობილი მუსიკოსი და პროდიუსერი ოლაფურ არნალდსიც მუშაობდნენ.  კლიპი და სიმღერა მალე ინტერნეტში დაიდება და მსახიობის მუსიკალური კარიერა გულშემატკივრების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

პარალელურად ემა აგრძელებს ფილმებში მონაწილეობას. მალე გაქირავებაში გამოვა  ფილმი  The Perks of Being a Wallflower, სადაც ემა ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. გარდა ამისა, მსახიობმა ცოტა ხნის წინ, დაასრულა მუშაობა  დარენ არონოფსკის ახალ ფილმში - „ნოე“.