„მემარჯვენეებმა“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

„მემარჯვენეებმა“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, დღეს პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ წარადგინა.

დიდუბის რაიონში კენჭს „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის წევრი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ლორთქიფანიძე იყრის, გლდანში წარდგენილია გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაქველიძე, ნაძალადევში  „მემარჯვენეების“კანდიდატი გიორგი ჩიბუხაშვილი იქნება, ჩუღურეთში გიორგი საბანაძე, კრწანისში პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ხურცილავა, ისანში პარტიის აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე, საბურთალოს რაიონში „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე იქნება. ვაკეში კი,  მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე იბრძოლებს.

გამყრელიძის განცხადებით, ვაკის მანდატი მან 2008 წლის არჩევნებშიც მოიპოვა, თუმცა აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების გამო, პროტესტის ნიშნად, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება,  მთაწმინდისა და სამგორის რაიონებს, „მემარჯვენეებს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ წარუდგენიათ. გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ რაიონებში მათ მაჟორიტარობის  კანდიდატები არ ეყოლებთ, თუმცა მხარს არც ერთი პარტიის წარმომადგენელს არ დაუჭერენ.