ადელი ამერიკულ ტოპ-ათეულებს ტოვებს(VIDEO)

ადელი ამერიკულ ტოპ-ათეულებს ტოვებს(VIDEO)

2011 წლის მთავარი მუსიკალური ბესტსელერი ადელის ალბომი „21“ ამერიკული ჰიტ-პარადების პირველ ათეულს, პირველად ტოვებს.

გასულ კვირას Billboard 200-ის რეიტინგში, ის 12 ადგილზე აღმოჩნდა.

დისკი „21“ ამერიკული ჰიტ-პარადებზე 2011 წლის 12 მარტს გამოჩნდა და ტოპ-ათეულები 79 კვირა არ დაუტოვებია. ამ მონაცემებით ადელი გახდა მესამე რეკორდსმენი Billboard-ის ისტორიაში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იკავებდა ლიდერ პოზიციებს.

ადელის რიგით მეორე ალბომი „21“  2011 წლის იანვარში გამოვიდა. სულ 22 მილიონი ეგზემლარი. ალბომი ჰიტ-პარადების მოწინავე პოზიციებს  10 ქვეყანაში ერთდროულად იკავებდა. გარდა ამისა, მან აიღო „გრემი“, „Brit Awards“  და შეიტანეს გინესის რეკორდების წიგნშიც.

პირველი ადგილი Billboard-ის ჰიტ-პარადში დაიკავა Trey Songz-ის დისკმა Chapter V.