აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში სექტემბრის პირველ კვირაში ჩამოვა

აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში სექტემბრის პირველ კვირაში ჩამოვა

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი თბილისში სექტემბრის პირველ კვირაში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

თუმცა საელჩოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ახალი ელჩის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა.