აშშ-ის საელჩო დღეიდან სავიზო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს

აშშ-ის საელჩო დღეიდან სავიზო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს

აშშ-ს საელჩო დღეიდან შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად საჭირო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს. ამის შესახებ საელჩს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც საელჩოში განმარტავენ, ახალი სისტემა მთელ მსოფლიოში ინერგება. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურეობის ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც უფრო ნაკლებ ხარჯიანს ხდის მას. ამჟამინდელი მოსაკრებელი ვიზის კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული. 

„მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება: ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ბენისმიერ ფილიალში; სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლ-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებ-გვერდის საშუალებით; ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება; ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება; გასაუბრების შემდგომ, ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა“, ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, ვიზის მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება; განმცხადებელს ხელახლა მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა;

დაგეგმილი ცვლილებები არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება დანიშნული აქვთ 2012 წლის 30 აგვისტოს შემდგომ. ისინი დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში და მათი განაცხადი ჩვეულებისამებრ განიხილება.

„მოქალაქეს, რომელიც გასაუბრების ელექტრონულად დანიშვნას ვერ ახერხებს, შეუძლია, გასაუბრების დანიშვნა ქოლ-ცენტრის და არა საელჩოს საშუალებით“, - აცხადებენ საელჩოში.

აშშ-ის საელჩო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ მათ გამგზავრების თარიღამდე გაცილებით ადრე უნდა დანიშნონ გასაუბრება. გასაუბრების სასწრაფო წესით დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების გათვალისწინებით. იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ არ დაუნიშნავთ გასაუბრება, აშშ-ს საელჩო ურჩევს, დაელოდონ 30 აგვისტოს და ახალი ელექტრონული სისტემის ამოქმედებას;

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო განაცხადის შეტანის საფეხურები უცვლელია.