ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიას ტელე-დებატებში მონაწილეობას სთავაზობს

ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიას ტელე-დებატებში მონაწილეობას სთავაზობს

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდიდან როლანდ ახალაიას დებატებში იწვევს. აღნიშნული განცხადება ალასანიამ ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა

„ვთავაზობ ჩემს კონკურენტს დაჯდეს ჩემთან დებატებში არა აქვს მნიშვნვნელობა ეს იქნება ადგილობრივი ტელევიზიით თუ რომელიმე ცენტრალური არხით, მთავარია ზუგდიდელებს გავაგებინოთ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს“- განაცხადა ალასანიამ.