ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურია

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაჭრილთა მდგომარეობა სტაბილურია

 ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს,  დაჭრილი 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჭიაბერაშვილის თქმით, გასული ღამის განმავლობაში კლინიკებში დაჭრილები არ მიუყვანიათ.

„5 დაჭრილიდან სამ სამხედროს  ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ღუდუშაურის კლინიკის ინტენსიური თერაპიის გამყოფილებაში იმყოფება, ხოლო ორი სხვა კლინიკებში, რომელთაც შესაძლოა, ბარძაყსა და მხარზე დასჭირდეთ ოპერაციის ჩატარება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში,  კლინიკებში დაჭრილები არ მიუყვანიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ  თელავში მობილიზებულია მედპერსონალი, რათა საჭიროების შემთხვევა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ოპერატიულად მოხდეს.

შეგახსენებთ, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციისას შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, 5 სპეცრაზმელი კი დაიჭრა.