გამნაღმველთა სამსახური ლოპოტას ხეობაში  ამ დრომდე  რჩება

გამნაღმველთა სამსახური ლოპოტას ხეობაში ამ დრომდე რჩება

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში გამნაღმველთა სამსახურის ერთი ეკიპაჟი ხეობაში წუხელ, დაახლოებით 02:00 საათისთვის შევიდა და ამ დრომდე იქ რჩება.

ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებების მხრიდან ამ დროისთვის ახალი განცხადება არ გაკეთებულა.

საქართველოს შსს და თავდაცვის სამინისტრო საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტულ ოპერაციას ახორციელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი.

ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.