გიგა ბოკერია: გატაცებული ახალგაზრდების ნაცვლად,  მძევლებად ჯერ მესაზღვრეთა პატრული, შემდეგ  კი, შსს-ის ოფიცრები იყვნენ

გიგა ბოკერია: გატაცებული ახალგაზრდების ნაცვლად, მძევლებად ჯერ მესაზღვრეთა პატრული, შემდეგ კი, შსს-ის ოფიცრები იყვნენ

უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან ლოპოტას ხეობაში მიმდინარე ოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გატაცებული ახალგაზრდები მძევლებად ჯერ მესაზღვრეთა პატრულმა, შემდეგ კი შსს-ის ოფიცრებმა ჩაანაცვლეს.

ბოკერიას განმარტებით, თავდაპირველად მოტაცებული იყვნენ ახალგაზრდები, ადგილობრივი მცხოვრებლები. შემდეგ მესაზღვრეთა პატრული, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა მოტაცების შესახებ და   ამ ახალგაზრდების ნაცვლად აიყვანეს მძევლად. 

„ხოლო შემდეგ შსს-მ ოფიცრები გააგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც ამჯერად უკვე თვითონ დაიკავეს მძევლის ადგილი მესაზღვრეების ნაცვლად და სცადეს იმ გზავნილის მიტანა, რაც უკვე არაერთხელ იქნა ნახსენები - ხელისუფლებამ შესთავაზა ამ ჯგუფს მშვიდობიანად ჩაბარება და სამწუხაროდ, ამაზე ოფიცრებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ განხორციელდა ოპერაცია მძევლების გასათავისუფლებად, რასაც იმ მომენტში შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვა“, - განაცხადა ბოკერიამ „რუსთავი2“ -ის ეთერში.