მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები ოჯახებს დაუბრუნდნენ

მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები ოჯახებს დაუბრუნდნენ

ლაფანყურის ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ხუთი  ახალგაზრდა, რომელიც მძევლობიდან ქართველმა სამართლდამცველებმა გაათავისუფლეს, ამ დროისთვის უკვე სახლებში იმყოფებიან .

ლაფანყურის მცხოვრებლების თქმით,   მათ თავად დაინახეს, რომ ახალგაზრდები უკვე სახლებში იმყოფებიან. სხვა დამატებითი ინფორმაცია მათ არ აქვთ.

ცნობისთვის, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან ხუთი ახალგაზრდის - ლერი ხუცურაულის, ლევან გარაშვილის, ბესიკ მიჯახკაშვილის, ტატო ღაღოლიშვილისა და თამაზ გამიერაშვილის გაუჩინარების შესახებ,  ცნობილი 27 აგვისტოს გახდა. მათი პოვნა 28 აგვისტოს, დაახლოებით 14.00 საათისთვის მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთთან, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იქნა აღმოჩენილი, ანტიტერორისტული ოპერაცია ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის შედეგად შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, 6 კი ალყაშია მოქცეული.