ავღანელმა სამხედრომ „ნატოს“ წარმომადგენლები ჩაცხრილა

ავღანელმა სამხედრომ „ნატოს“ წარმომადგენლები ჩაცხრილა

ავღანეთში, ადგილობრივ სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა „ნატოს“ სამი სამხედრო პირი მოკლა.

კოალიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტი სამხრეთ ავღანეთში მოხდა.

თავდამსხმელის ვინაობა ამ დრომდე არ უცნობია, თუმცა როგორც ამერიკული კონტიგენტის წარმომადგენელმა განაცხადა, თავდამსხმელი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში მსახურობდა.

ნატო აგრძელებს ადგილობრივი სამხედროებისა და პოლიციელების გადამზადებას, რადგან საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გაყვანა მიმდინარე წლის ბოლოსთვის  იგეგმება.