სააკაშვილი - საქართველო არ დაუშვებს არეულობის, არასტაბილურობისა და ძალადობის იმპორტს

სააკაშვილი - საქართველო არ დაუშვებს არეულობის, არასტაბილურობისა და ძალადობის იმპორტს

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განვითარებულ მოვლენებზე  დღის ბოლოს პირველი კომენტარი  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 

"საქართველოს რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გამოჩნდა კარგად შეიარაღებული და როგორც გაირკვა კარგად გაწრთვნილი შეიარაღებული ჯგუფი. ამ ჯგუფმა განახორციელა საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეების მძევლად აყვანა. ამის პარალელურაd მივიღეთ ზომები, ვაწრამოეთ მოლპარაკებები, ამ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლებთან, შევთავაზეთ დანებება, რაზეც მივიღეთ რამდენჯერმე უარი. 

ბოლო მძევლის აყვანის ოპერაციას მოჰყვა სროლები, რაც ერთ-ერთი მათი წევრის განადგურებით დამთავრდა. 
შემდეგ გაგრძელდა შტაკებები გუშინდელი ღამის განვალობაში. სამწუხაროდ ამ შეტაკებებს შეეწირა სამი ჩვენი მებრძოლი. 
იმ მონაცემებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ - უპილოტო თვითმფრინავების მიერ დაზვერვის და სხვა მონაცემების შედეგად, შეიარაღებულ რაზმის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია. 
ამ მოვლენებთან დაკავშირებით მე მინდა განვაცხადო შემდეგი რამ:
90-იან წლებში ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა ჩვენ მეზობელ ქვეყანში იყო დიდი არეულობა. სწორედ ამ რეგიონებში და ჩვენმა მეზობელმა მოახდინა თავისი არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე და გადმოიტანა თავისი პრობლემები აქეთ. შემოიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები აქეთ და ამას მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში, პანკისის ხეობაში. ამას მოჰყვა დიდი არეულობა საქართველოში, ამას მოჰყვა უამრავი ადამიანის მსხვერპლი. ადამიანის გატაცებები და კიდევ ბევრი უარყოითი პრობლემა, რომელიც თან ახლდა 90-იან წლებში ჩრდილოეთიდან გადმოყოლი ტალღა საქართველოში. 
ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა. ამ მთების აქეთ, თუნდაც აქ, ჩვენთან - კახეთში ჩვენ გვაქვს დიდი აღმშნებელობა და დიდი განვითარება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ სულ სხვა სიტუაციაში ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. 
ჩვენ, ქართული სახელმწიფო, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე არსებული არეულობა, არასტაბილურობა, ძალადობა, გადმოვიდეს და რაიმე სახის პრობლემა შუქმნას საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან ფუნქციონირებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. 
ამიტომ, მე მინდა მივმართო ასევე ჩვენ მეზობლებს ქედის მეორე მხრიდან - ჩვენ ჩრდილოკავკასიელ ძმებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის, კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკის მქონე ტერიტორიის. ერთინ პოლიტიკური და ისტორიული ხვედრის მქონე ხალხის. ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის, ყველანაირი ურთიერთობისთვის, მათთან - ჩვენ მეზობლებთან.
ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან ვიზიტორებს, ტურისტებს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ან რაიმე სხვა ფორმით შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას, შეიარაღებული პირების თარეშს. 
საქართველოს არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ მე მინდა მივმართო თითოეულ მათგანს, ნუ გამოაყენებინებთ ბრმა იარაღად ნურავის თავს. 
ის არასტაბილურობა და არეულობა, რომელიც არის ამ ქედის იქით, დარჩება ამ ქედის იქით და ვერ გადმოვა აქეთ.

ჩვენ გვყავს კარგად გაწრთვნილი სამართალდამცავი სტრუქტურები, ჩვენ გვყავს არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი და რაც მთავარია ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მშვიდობიანი განვითარება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების ემსხვერპლენ, ამ ბოლო დღეების მოვლენებს, მაგრამ ისინი შეწირენ იმას, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ვერსადროს ვერავინ ვეღარ არიოს. ჩვენ ყველანი - მე, ჩემი მთავრობის წევრები, ის ბიჭები ვინც იცავენ საქართველოს, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს ჯარისკაცები და ჩვენ შევძლებთ საქართველოში მშვიდობის შემდგომ დაცვასაც და საქართველოს განვითარების შუფერხებელ გაგრძელებასაც.

მინდა, ამ მხრივ, ყველა დავამშვიდო. ადგილობრივ ხალხსა და საერთოდ, ჩვენს საზოგადოებას, არაფერი ემუქრება. რაც შეეხება ამ ხალხს, ვინც პასუხი უნდა აგოს, და ვინც ჩაიდინა ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა, მათი მოქმედებები ყველა მეთოდის გამოყენებით საქართველოში ბოლომდე იქნება აღკვეთილი, და ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ არასოდეს ასეთი რამ საქართველოში, მომავალში ვინმემ არ სცადოს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გაკვეთილი შემდგომ რამე მსგავსის განხორციელების ნებისმიერი მსურველთათვის".