ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა  ოჯახებს უსამძიმრებს

ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ მწუხარებას გამოთქვამს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ  ინფორმაციას სოციალურ ქსელ “Facebook”-ის  ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ მწუხარებას გამოთქვამს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმის, კაპრალ ვლადიმერ ხვედელიძის დაღუპვის გამო, უსამძიმრებს მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს.

ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ იმედს გამოთქვამს, რომ სპეცოპერაციის დროს დაშავებულ ჯარისკაცთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე ჩადგებიან სახელმწიფოს სამსახურში“- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის წევრების დევნა გრძელდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი სამხედრო ძალები შეჰყავთ. 

ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. დაჭრილია სპეცრაზმის 5 წარმომადგენელი.  ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.