ირაკლია ალასანია  დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახებს უსამძიმრებს

ირაკლია ალასანია დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახებს უსამძიმრებს

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ საზოგადოება გაიგებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ლოპოტას ხეობაში სპეცრაზმის თანამშრომლები. 

ირაკლი ალასანია სოციალური ქსელის „Facebook“-ით გავრცელებულ განცხადებაში მწუხარებას გამოთქვამს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმის თანამშრომლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერი, ირაკლია ალასანია მწუხარებას გამოთქვამს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 "ვუსამძიმრებ სოლომონ წიკლაურის, არჩილ ჩოხელის, ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახებს დღეს დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვიმედოვნებ, გარდაცვლილთა ოჯახებს და ასევე ქართულ საზოგადოებას ექნებათ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი სამხედროები", -აცხადებს  ალასანია

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის წევრების დევნა გრძელდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი სამხედრო ძალები შეჰყავთ. 

ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. დაჭრილია სპეცრაზმის 5 წარმომადგენელი. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.