სალომე ზურაბიშვილი: ვინ არიან დივერსანტები, ქართული

სალომე ზურაბიშვილი: ვინ არიან დივერსანტები, ქართული "არარსებული" სპეც-ბრიგადები ხომ არა?

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის საზღვართან განხორციელებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფება ძალიან განიცდის საერთაშოორისო "ფერის ცვალებას" და ამავე დროს იმასაც რომ ყველა პროვოკაციისთვის მწად არის.

ამის შესახებ მან საკუთარი facebook-ის საშუალებით განაცხადა.

„რამდენიმე რეაქცია მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით: ვინ არიან დივერსანტები. ქართული "არარსებული" სპეც-ბრიგადები ხომ არა? დაღესტანის შეტაკების დამალვა იმას ხომ არ ესახურება მოსახლეობას დააჯერონ, რომ რუსული ძალები ჩვენ ტერიტორიას ემუქრებინ. ამ სცენარ-ოპერაციას (გაიხსენეთ განმუხური და რუსების უკან დახევა და ბავშვების შეგზავნა გალში და გამოყვანა, ოსების დაკავება ვითომც მათ მიერ ქართველების დაკავების შედეგად.... და კიდევ არაერთი სცენარი) ჩემის აზრით, ორი მარტივი ადრესატი ჰყავს‎: 1. საზოგადოება და მისი დაძაბვა, შეშინება ომის საფთხით, რუსეთით, არეულობით და ასე შემდეგ. 2. საერთაშორისო ინტერესის გადატანა არჩევნებიდან და დემოკრატიიდან სტაბილურობის და მშვიდობის საკითხზე. ამ მხრივ დროულად გამოყენება დაღესტნის ინციდენტის მიზანშეწონილი იყო არათუ შექმნას სურათი საერთო კავკასიურ დესტაბილიზაციის საფრთხისა და კარგად გამოყენებული ყოფილიყო დაღესტანში მყოფი რუსული ტექნიკის კადრები. ეს ადასტურებს იმასაც, რომ ხელისუფლება ძალიან განიცდის საერთაშორისო "ფერის ცვალებას" და ამავე დროს იმასაც, რომ ყველა პროვოკაციისთვის მზად არის. ჩვენც არ უნდა ავყვეთ ასეთ სცენარებს და სიწყნარე შევინარჩუნოთ. და ბოლოს, ეს მაგალითი უნდა იყოს იმ ოჯახებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ კონფორტისთვის სჯობს ადგილობრივ ნაციონალებს არ შეეწინააღმდეგონ. დაუკვირდით და იფიქრეთ, რომ ხვალ ეს ბიჭები თქვენი შვილები იქნებიან, ეს არის ის სტალინური ხელისუფლება, რომელიც თავის შვილებს სცენარების გულისთვის და თავის ძალაუფლებისათვის სწირავს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან ქართული სპეცსამსახურების მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.