რუსი ძალოვნები: მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით საქართველო - რუსეთის საზღვარზე არსებულ ისედაც  რთულ სიტუაციას ამწვავებენ

რუსი ძალოვნები: მსგავსი პროვოკაციული განცხადებებით საქართველო - რუსეთის საზღვარზე არსებულ ისედაც რთულ სიტუაციას ამწვავებენ

სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ლაფანყურში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შეფასებისას, აცხადებენ, რომ   ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის საზღვრის დარღვევის შემთხვევა არცერთი მხრიდან არ დაფიქსირებულა.

„თბილისში დროგამოშვებით აკეთებენ ხოლმე მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც ამწვავებენ საქართველო - რუსეთის საზღვარზე არსებულ ისედაც რთულ სიტუაციას“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვართან შეიარაღებული დივერსანტთა ჯგუფის გაუვნებელყოფა დღეს დილიდან მიმდინარეობს. სპეცოპერაციის დროს, 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 5 კი, დაიჭრა.